ივერიონი / ეკა ბესელია: ჩვენი პერსპექტივა არის უკეთესი ხვალინდელი დღე და შესაძლებობა, ვიცხოვროთ ევროპული ფასეულობებით!

ეკა ბესელია: ჩვენი პერსპექტივა არის უკეთესი ხვალინდელი დღე და შესაძლებობა, ვიცხოვროთ ევროპული ფასეულობებით!

 "წინ არის ის პროცედურები, რომელმაც შესაძლოა, სააკაშვილი მიიყვანოს იმ სასამართლომდე, რომლის გვერდით რატიფიცირების პროცესი იმართებოდა", - განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან რატიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ თემის კომენტირებისას გააკეთა.

ევროპარლამენტის შენობის გვერდით არის ევროპის სასამართლო, რომელმაც, ბესელიას განცხადებით, თავის დროზე თქვა, რომ საქართველოს ყოფილი პირველი პირი უკანონო ქმედებას სჩადიოდა.

"ჩვენი პერსპექტივა არის უკეთესი ხვალინდელი დღე და ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო მეტი შანსი და შესაძლებობა, იცხოვროს ევროპული ფასეულობებით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

18-12-2014, 16:17
უკან დაბრუნება