ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საყდრისზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება დაუშვებელია!

გიორგი მარგველაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საყდრისზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება დაუშვებელია!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


"სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საყდრისზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება დაუშვებელია"


"იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია, საჭიროდ მიმაჩნია, გამოვხატო საკუთარი პოზიცია.

უპირველესად, უნდა ითქვას, რომ თითოეული ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია, მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი იდენტობის გამომხატველი თითოეული ნიმუში და ამით დავიცვათ საკუთარი იდენტურობა.

საყდრისის მაღაროს საქმეზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში. ყველა ვალდებულია, დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას და შემდეგ აღასრულოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, მანამდე კი, დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება.

ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით", - ნათქვამია მარგველაშვილის განცხადებაში.

19-12-2014, 14:19
უკან დაბრუნება