მთავარი გვერდი > "ოსკარზე" წარსადგენ ფილმებს შორის ორი ქართული ფილმი მოხვდა

"ოსკარზე" წარსადგენ ფილმებს შორის ორი ქართული ფილმი მოხვდა


20-12-2014 / 15:41

 "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წარსადგენ უცხოენოვანი ფილმების ნომინაციის ჩამონათვალში ორი ქართული ფილმი - გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" და ზაზა ურუშაძის "მანდარინები" მოხვდა, რომელიც ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა და ესტონეთმა წარადგინა.


"ოსკარის" უცხოენოვანი ფილმების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ: არგენტინული  Wild Tales,, მავრიტანული Timbuktu ჰოლანდიურიAccused, , პოლონური Ida რუსული  Leviathan, შვედური Force Majeure, ვენესუელური The Liberator.


"ოსკარის" 87-ე დაჯილდოების საბოლოო ნომინანტები 2015 წლის 15 იანვარს გახდება ცნობილი.
დაჯილდოების ცერემონია 22 თებერვალს, "დოლბის" თეატრში გაიმართება.


უკან დაბრუნება