ივერიონი / მანანა ნაჭყებია:-"თუ ვინმეს გონია, ნაცმოძრაობის მიერ დახურული არხი, გაყრილი ჟურნალისტები რამით განსხვავდება "ქართული ოცნების" მიერ ჩადენილ იგივე ქმედებისგან - თავს იტყუებს!

მანანა ნაჭყებია:-"თუ ვინმეს გონია, ნაცმოძრაობის მიერ დახურული არხი, გაყრილი ჟურნალისტები რამით განსხვავდება "ქართული ოცნების" მიერ ჩადენილ იგივე ქმედებისგან - თავს იტყუებს!

   "მაესტროში" მიმდინარე მოვლენებს "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 

   -"ზუსტად ვიცოდი "მაესტროში" რაც მოხდებოდა. ფიქრია ჩიხრაძე ჩაწერეს ვახო სანაიას გადაცემაში საკმაოდ მწვავე კომენტარით და თემაც მწვავე იყო (ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო). გადაცემა არ გავიდა. ტექნიკური პრობლემა გვეგონა. მომდევნო კვირაშიც რომ არ გავიდა, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ხელისუფლების ზეწოლით მოხდა გადაცემის არგაშვება. მერე ვახო სანაიამ დატოვა არხი და გასაგები გახდა ყველაფერი. მე ყოველთვის ვამბობდი,რომ ხელისუფლებას დასჭირდება და მედიის გაკონტროლებას ეცდება, დასჭირდება - პოლიცია ისეთი პოლიტიზირებული გახდება, როგორიც იყო, დასჭირდება - ააფეთქებს, დასჭირდება - მოგისმენს და ეს ასეც მოხდა, იმიტომ, რომ ჩვენ სისტემა არ შეგვიცვლია. თუ ვინმეს გონია, ნაცმოძრაობის მიერ დახურული არხი, გაყრილი ჟურნალისტები რამით განსხვავდება "ქართული ოცნების" მიერ ჩადენილ იგივე ქმედებისგან - თავს იტყუებს! "მაესტროს" ისეთივე დაცვა სჭირდება, როგორც თავის დროზე მოქკავშირისგან "რუსთავი 2"-ს ვიცავდით!.."

23-12-2014, 10:36
უკან დაბრუნება