ივერიონი / მამუკა ღლონტი: "მაესტრო" ჩემი ყოფილი შვილია და მასზე ვერც კარგს ვიტყვი, ვერც - ცუდს!

მამუკა ღლონტი: "მაესტრო" ჩემი ყოფილი შვილია და მასზე ვერც კარგს ვიტყვი, ვერც - ცუდს!

  "მაესტრო" ჩემი ყოფილი შვილია და მასზე ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს. აღნიშნულ განცხადებას ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი აკეთებს. როგორც მან განაცხადა,   "მაესტროში" განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

"მე ვერ შევაფასებ მიმდინარე პროცესებს. იმედია, გაიგებს საზოგადოება, "მაესტრო" ჩემი ყოფილი შვილია და მასზე ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს.
მე კვლავ მაქვს "მაესტროს" წილი, ვერ მოვიშორე, ვერ მივეცი ჩემ მეგობრებს. მხოლოდ იმიტომ, რომ "მაესტროს" სააკაშვილის დროს დადებული ყადაღა ადევს და ოცნება არ ხსნის. არ ვიცი, ამ ხელისუფლებას რა ზრახვები აქვს ამასთან დაკავშირებით," - აცხადებს ღლონტი.

23-12-2014, 11:13
უკან დაბრუნება