მთავარი გვერდი > ერაყი რუსეთთან სამხედრო გარიგებას კორუფციის გამო აუქმებს

ერაყი რუსეთთან სამხედრო გარიგებას კორუფციის გამო აუქმებს


10-11-2012 / 14:45

ერაყი რუსეთთან  სამხედრო  გარიგებას კორუფციის გამო აუქმებს

ერაყმა რუსული იარაღის შესაძენად დადებული  მრავალმილიარდიანი შეთანხმება კორუფციის საფრთხის გამო გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია  ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური მალიკის წარმომადგენელმა ბი-ბი-სი-ს მიაწოდა. http://www.bbc.co.uk/russian/international/2012/11/121110_iraq_cancels_russia_arms_deal.shtml


ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ,  რომ   ერაყმა  რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა რუსეთთან იარაღის შესაძენად, რომელთა საერთო თანხა 4,2 მილიარდი დოლარით განისაზღვრებოდა, ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში ნური მალიკის მოსკოვში ვიზიტისას დადასტურდა.


თუმცა შაბათს მალიკის წარმომადგენელმა გარიგება გაუქმებულად გამოაცხადა. "როდესაც მალიკი რუსეთიდან დაბრუნდა, მას ეჭვი გაუჩნდა კორუფციაზე, ამიტომ  შეთანხმების სრულად გადახედვა გადაწყვიტა. დაწყებული გამოძიება", - ამბობს ალი მუსაუი  სააგენტო "ფრანს პრესს"-თან საუბრისას.


ალი მუსაუის თქმით, უკვე დადასტურებულია კორუფცია გარიგებაში მონაწილე ერაყელ პირებს შორის, ხოლო რუსული მხარე ჯერ კიდევ გამოსაძიებელია.


ოქტომბრის დასაწყისში რუსეთში სტუმრად მყოფი ერაყული დელეგაციის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი საადუნ დულეიმი და პარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ჰასან სნეიდი იმყოფებოდნენ.


რუსეთის მხრიდან პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევსა და მის ერაყელ კოლეგა ნური მალიკის შეხვედრას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ფომინი ესწრებოდა.


იმ ბლოგის თანახმად, რომელსაც რუსეთის სამხედრო-ანალიტიკურ "სტრატეგიისა და ტექნოლოგიის ანალიზის ცენტრთან" აქვს კავშირი, ერაყთან გარიგება გამანადგურებელ МиГ-29М/М2-ს, ასევე  ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, კერძოდ, 30-მდე ერთეულ   Ми-28 НЭ-ის ტიპის ვერტმფრენს მოიცავდა.


უკან დაბრუნება