ივერიონი / თედო კობახიძე: "ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ საკრებულოს თანამდებობის პირებს ზეგანაკვეთური შრომისათვის დანამატს გამოუწერენ!"

თედო კობახიძე: "ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ საკრებულოს თანამდებობის პირებს ზეგანაკვეთური შრომისათვის დანამატს გამოუწერენ!"

  როგორც თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ განაცხადა, რომ ადამიანებმა  ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის დამატებითი ანაზღაურება უნდა მიიღონ.

 

"თუ თავმჯდომარე გამოუწერს "რესპუბლიკელებს" ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის დანამატს, შეუძლიათ, უარი თქვან ამ დანამატზე, ასევე, უარი თქვან საკრებულოს ავტომანქანით სარგებლობაზე. საკრებულო ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს და ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის ადამიანებმა უნდა მიიღონ ანაზღაურება. საკრებულოს თავმჯდომარის ამ გადაწყვეტილებაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად საკრებულოს თანამდებობის პირებს ზეგანაკვეთური შრომისათვის დანამატს გამოუწერენ", - აღნიშნა თედო კობახიძემ.

23-12-2014, 12:17
უკან დაბრუნება