ივერიონი / კახა კალაძე:აფხაზეთი და ოსეთი ჩვენი ტერიტორიებია და ეს ყველაფერი, რაც იქ ხდება, არალეგიტიმურია!

კახა კალაძე:აფხაზეთი და ოსეთი ჩვენი ტერიტორიებია და ეს ყველაფერი, რაც იქ ხდება, არალეგიტიმურია!

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის  მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირებას  არალეგიტიმურს უწოდებს.

"აფხაზეთის და ოსეთის თემა ჩვენთვის ძალიან სენსიტიურია. ამ ე.წ. ხელშეკრულებას ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა თვითონ ადგილობრივ მოსახლეობაშიც, იყო გამოსვლები. აქ მთავარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა მაქსიმალურად ჩავაყენოთ არსებული სიტუაციის საქმის კურსში. აფხაზეთი და ოსეთი ჩვენი მიწები, ჩვენი ტერიტორიებია და ეს ყველაფერი, რაც იქ ხდება, არალეგიტიმურია", - განაცხადა კალაძემ.

23-12-2014, 12:43
უკან დაბრუნება