ივერიონი / რა საერთო აქვს ტოტის "დერბისთან"?

რა საერთო აქვს ტოტის "დერბისთან"?

იტალიური "რომას" ლეგენდა, გუნდის კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, კვირას გასამართ რომაულ "დერბიში" მივა.

Football Italia-ს ცნობით, 36 წლის ვეტერანმა გუშინდელი ვარჯიში ვადაზე ადრე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ტოტის თეძოს არეში ტკივილებმა შეაწუხა და მზადება ვეღარ განაგრძო. მიუხედავად ამისა, ექიმების დასკვნით საშიში არაფერია და ის "მგლებს" "ლაციოს" წინააღმდეგ გაუძღვება.

10-11-2012, 15:02
უკან დაბრუნება