ივერიონი / საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ განაცხადა, წმინდა სინოდის სხდომაზე სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის ეკუმენიზმზე და სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიასთან დამოკიდებულებაზე.


"ეკლესიის საკითხები განვიხილეთ, ისეთი არაფერი – ეკლესიის დამოკიდებულება ეკუმენიზმთან, ეკუმენისტურ მოძრაობასთან, ასევე ეკლესია და სხვა ქრისტიანული კონფესები, მათთან ურთიერთობები და ა.შ." - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

სინოდის სხდომის განჩინების სრულ ტექსტს პატრიარქის ქორეპისკოპოსი გამოაქვეყნებს.


სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უძღვებოდა.

23-12-2014, 15:05
უკან დაბრუნება