ივერიონი / თეა წულუკიანი: "31 დეკემბერს ორივე მხარე - საქართველო და რუსეთი ჩვენს საბოლოო შესაგებლებს წარვადგენთ!"

თეა წულუკიანი: "31 დეკემბერს ორივე მხარე - საქართველო და რუსეთი ჩვენს საბოლოო შესაგებლებს წარვადგენთ!"

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანმა უწყების ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც  განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო შესაგებლებს სტრასბურგის სასამართლოში საქართველო და რუსეთი 31 დეკემბერს წარადგენენ.

"ჩვენ ვაგრძელებდით დავას სახელმწიფოებრივ სარჩელებზე სტრასბურგში. პირველი დავა რუსეთთან წარმატებით დასრულდა, მეორე დავის ფარგლებში კი, რომელიც აგვისტოს ომს ეხება, 31 დეკემბერს ორივე მხარე - საქართველო და რუსეთი წარვადგენთ ჩვენს საბოლოო შესაგებლებს და ალბათ, მომავალ წელს უკვე წარვსდგებით ზეპირ სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს წინაშე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

23-12-2014, 19:46
უკან დაბრუნება