ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: "სასჯელაღსრულების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება!"

ირაკლი ღარიბაშვილი: "სასჯელაღსრულების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება!"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.


ღარიბაშვილის თქმით, სისტემის რეფორმირების  პროცესში ხელისუფლებასთან ერთად არასამთავრობო სექტორიც იქნება ჩართული.


"სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება. ამას სჭირდება თანადგომა მთავრობის მხრიდან. პროცესში არასამთავრობო სექტორიც იქნება ჩართული და ის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

24-12-2014, 13:03
უკან დაბრუნება