ივერიონი / გიორგი გაჩეჩილაძე: "გაჩუმებული ვარ და განცხადებას არ ვაკეთებ. "მაესტროს" წილი ჩემია - მორჩა და გათავდა!"

გიორგი გაჩეჩილაძე: "გაჩუმებული ვარ და განცხადებას არ ვაკეთებ. "მაესტროს" წილი ჩემია - მორჩა და გათავდა!"

"მაესტროში" შექმნილ ვითარებას, არხის ერთ-ერთი მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან საუბრისას აფასებს.


"გაჩუმებული ვარ და განცხადებას არ ვაკეთებ. ჩემი პოზიცია არის ის, რომ წილი ჩემია - მორჩა და გათავდა. რაღაცა რომ მდომებოდა, განცხადებასაც გავაკეთებდი. ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ჟურნალისტები წავიდნენ. გასარკვევი მაქვს, რატომ მიდიან ეს ჟურნალისტები "მაესტროდან" და როგორ მიდიან. ზუსტად მაგ პროცესში ვარ ახლა, რომ ყველაფერს ვარკვევ. თქვენ კარგად იცით, რომ 3-4 წლის განმავლობაში გათიშული ვიყავი, არც მის მართვაში, არც ბადეში და არც მენეჯმენტში არ ჩავრეულვარ. ახლა უბრალოდ დამაინტერესდა, რატომ ხდება ეს ყველაფერი და ამის შესწავლის პროცესში ვარ. კოკა ყანდიაშვილს აქვს თავისი სამსახური, სხვაგან მუშაობს და ის თუ "მაესტროში" გადაცემას იწყებს, ეს ჩემთვის სიახლეა. ამის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი. ესეც გასარკვევი მაქვს ყველაფერთან ერთად", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

 

 გიორგი გაჩეჩილაძე 25%-იანი წილის დათმობას არ აპირებს.

24-12-2014, 16:02
უკან დაბრუნება