ივერიონი / ჯონდი ბაღათურია:-"ეს კორუფციული ფასნამატი და ხელისუფლების წილია"

ჯონდი ბაღათურია:-"ეს კორუფციული ფასნამატი და ხელისუფლების წილია"

   დღეს მძღოლებმა ავტომობილებით სიგნალების თანხლებით ვარდების მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა მოაწყეს და საპროტესტო აქციით  ბენზინზე მაღალი ფასი გააპროტესტეს. 

   აქციის ორგანიზატორი, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს:

   -"1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი 1.19 ლარი გამოდის ... 

ბენზინს აქამდე 2.20 ლარად ყიდნენ და ახლა 1.86 ლარამდე დაიყვანე ... 

ანუ ლიტრ ბენზინზე 67 თეთრის უკანონო ამოღება ხდება. 

საქართველოში 1 თვეში დაახლოებით 60 მილიონი ლიტრი ბენზინი იყიდება, თუ ამას 12 თვეზე გავამრავლებთ, წელიწადში 720 მილიონი ლიტრი გამოდის. ეს ნიშნავს, რომ თვეში მოსახლეობას უკანონოდ 40 200 000 ლარს, წელიწადში კი 482 400 000 ლარს ართმევენ. ეს კორუფციული ფასნამატი და ხელისუფლების წილია".

   აქციის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციასთან მძღოლებმა ერთწუთიანი გაბმული სიგნალით ყველას ყურადღება მიიპყრეს. 

 

 

 

 

 

24-12-2014, 16:13
უკან დაბრუნება