ივერიონი / ლია მუხაშავრია 2014 წლის უფლებადამცველად აღიარეს

ლია მუხაშავრია 2014 წლის უფლებადამცველად აღიარეს

ივერიონი 

ულოცავს ქალბატონ ლია მუხაშავრიას

2014 წლის უფლებადამცველად აღიარებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

 

   2014 წლის უფლებადამცველად ლია მუხაშავრია აღიარეს. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის მიერ ორგანიზებულ, "ოქროს პერგამენტის" ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, რომელსაც სამორინე "შანგრი ლამ" უმასპინძლა, 2014 წლის უფლებადამცველად ლია მუხაშავრია დაასახელეს.

ლია მუხაშავრიას ქართული სამართლის ისტორიაში მოგებული აქვს პირველი ორი საქმე საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წინააღმდეგ, რომლებზედაც სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო.

 

   ლია მუხაშავრიამ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შემდეგ დაამთავრა ფილადელფიის ტემპლის სამართლის სკოლა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებების სფეროში (1994-1995), ხოლო 1995-1999 წლებში დაამთავრა ფრანკფურტის საბანკო აკადემია, სპეციალობით საბანკო საქმე. ამჟამად არის არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი.

 

   შეგახსენებთ, რომ "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემონიალის გენერალური სპონსორი კაზინო "შანგრი ლა", ხოლო სპონსორები "ოდისია პრომოუშენი", ღვინის კომპანია "ვაზიანი" და "სტილ ლაინი" იყვნენ.

წყარო ghn.ge

 

 

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები კი იყვნენ რუსთავი 2, რადიო "ფორტუნა", გაზეთი "პრემიერი", გაზეთი"ვერსია", გაზეთი "ქართული სიტყვა", GHN, "მთავარი.ინფო".

25-12-2014, 10:20
უკან დაბრუნება