ივერიონი / საქართველოს პრეზიდენტს მომავალი წლის მაისში, რუსეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავზე დასასწრები მოსაწვევი გამოუგზავნეს

საქართველოს პრეზიდენტს მომავალი წლის მაისში, რუსეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავზე დასასწრები მოსაწვევი გამოუგზავნეს

საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 2015 წლის მაისში, რუსეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავზე დასასწრები მოსაწვევი გამოუგზავნეს.

აღნიშნულ  ინფორმაციას   საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.   უწყების განმარტებით,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რუსეთისგან, შვეიცარიის საელჩოს გავლით აღნიშნული მოსაწვევი მართლაც მივიდა, თუმცა, ნოტაში ტექნიკური ხარვეზი აღმოჩნდა. ხარვეზი გიორგი მარგველაშვილის მამის სახელს ეხებოდა და მოწვევა შვეცარიის საელჩოს გავლით ხარვეზის გასასწორებლად უკან გაეგზავნათ.

ლავროვის უწყებაში სანდო წყარო ადასტურებს, რომ მიწვევას თბილისი აუცილებლად მიიღებს.

25-12-2014, 11:40
უკან დაბრუნება