ივერიონი / მიხეილ გიორგაძე:" ყველა კონფესიის წარმომადგენელს, ვისთვისაც დღეს მაცხოვარი იშვა,მინდა გულითადად მივულოცო!"

მიხეილ გიორგაძე:" ყველა კონფესიის წარმომადგენელს, ვისთვისაც დღეს მაცხოვარი იშვა,მინდა გულითადად მივულოცო!"

საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს მართლმადიდებელ მოსახლეობას ქრისტეს შობის დღესასწაულს ულოცავს და ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. "ივერიონი" განცხადებას უცვლელად გთავაზბთ:

"დღეს მნიშვნელოვანი თარიღია ქრისტიანული სამყაროსათვის. მილიონობით ადამიანი მაცხოვრის დაბადებას აღნიშნავს.

ქრისტეს შობით სამყაროში ახალი ერა დაიწყო. შეიცვალა არა მხოლოდ წელთაღრიცხვა, არამედ საფუძველი ჩაეყარა რელიგიას- სარწმუნოებას, რომელიც მოყვასის სიყვარულზე, განსხვავებულის მიმღებლობასა და სათნოებაზეა აგებული.

საქართველოს მდიდარი ქრისტიანული კულტურა აქვს. ის ყოველთვის იყო მრავალი აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამშობლო. სწორედ ეს მრავალფეროვნებაა ის საგანძური და მონაპოვარი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.

მინდა გულითადად მივულოცო ყველა კონფესიის წარმომადგენელს, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც დღეს იშვა მაცხოვარი. გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას."
 

25-12-2014, 11:45
უკან დაბრუნება