მთავარი გვერდი > პრეზიდენტი გიორგი კალანდაძეს შეხვდა

პრეზიდენტი გიორგი კალანდაძეს შეხვდა


10-11-2012 / 17:52

პრეზიდენტი  გიორგი კალანდაძეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის რანგში კვლავ განაგრძობს შეიარაღებულ ძალებში სამსახურს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.


 ქვეყნის პირველი პირი გიორგი კალანდაძეს დღეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა. საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს პატივი უნდა სცეს ყველა ადამიანმა.


,,ჩვენ შევქმენით ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელზეც ეს პოლიტიკური კონიუნქტურა ვერანაირად ვერ იმოქმედებს, იმ გაგებით, რომ ისინი ემსახურებიან არა რომელიმე პარტიას, მთავრობას ან რომელიმე პრეზიდენტს, არამედ ისინი ემსახურებიან ქართველ ხალხს. მთავარია, ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული. ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს ყველაფერი მოვიტოვოთ უკან, დაბრუნდით გენშტაბში და გააგრძელეთ სამშობლოსათვის ისეთივე ერთგული სამსახური, როგორითაც გასული წლების განმავლობაში საქმიანობდით"", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


უკან დაბრუნება