ივერიონი / ლევან ბერძენიშვილი:"ჩვენი მთავარი ამოცანაა დეოკუპაცია და რუსეთის პრეზიდენტთან ნებისმიერი შეხვედრა მისაღებია"

ლევან ბერძენიშვილი:"ჩვენი მთავარი ამოცანაა დეოკუპაცია და რუსეთის პრეზიდენტთან ნებისმიერი შეხვედრა მისაღებია"

   ქართული მხარის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯები იქნება გადადგმული. აღნიძნული განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, თუკი შეხვედრა შედგა, ეს არ უნდა იყოს შეხვდრა შეხვედრისთვის. 


"ჩვენი მთავარი ამოცანაა დეოკუპაცია და რუსეთის პრეზიდენტთან ნებისმიერი შეხვედრა მისაღებია, თუ იქნება გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით. წინასწარი პირობების გარეშე შეხვედრა შეიძლება, მაგრამ ის უნდა იყოს მომზადებული.მომზადებული ნიშნავს იმას, რომ წინასწარ იყოს ცნობილი ის შედეგები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამგვარ შეხვედრას. ამ წუთას ეს შეხვედრა ნამდვილად არ არის მომზადებული, როდესაც რუსეთი ამბობს, საქართველო უნდა შეეგუოს რომ ტერიტორიები აქვს დაკარგული," - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

26-12-2014, 13:28
უკან დაბრუნება