ივერიონი / ჯაბა სამუშია:"დაჯარიმებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს დასუფთავების თანხა ჩამოეწერებათ"

ჯაბა სამუშია:"დაჯარიმებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს დასუფთავების თანხა ჩამოეწერებათ"

თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარის ჯაბა სამუშიას განცხადებით,  დასუფთავების მოსაკრებლის შემცირებული ოდენობით გადახდის გამო დაჯარიმებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს თანხები ჩამოეწერებათ.

"აღნიშნულ ჯარიმებთან დაკავშირებით მიღებულია პოლიტიკური შეთანხმება, შედეგად, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა საკითხი, რომლითაც 2013 წლის შესაბამის დადგენილებაში შევა ცვლილება", - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

სამუშიას თქმით, ეს დადგენილება ეხება იმ დაჯარიმებულებს, რომლებიც არიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და რომელთა ობიექტის მუშაობის მანძილზე ცდომილებით იქნა დაანგარიშებული დასუფთავების გადასახადი.

26-12-2014, 13:58
უკან დაბრუნება