ივერიონი / დავით უსუფაშვილი: "საყდრისის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე მსჯელობა ნაჩქარევი არ იყოს"

დავით უსუფაშვილი: "საყდრისის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე მსჯელობა ნაჩქარევი არ იყოს"

 ამ საკითხს რეალისტურად შევხედოთ. საყდრისის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე ნაჩქარევად არ ვიმსჯელოთ და  ისე არ გამოვიდეს, რომ აღნიშნული საკითხი საბოლოოდ ჩავარდეს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

 

,,ამ საკითხს რეალისტურად შევხედოთ. საკითხს 76 ხმა სჭირდება, გუშინ კი, წინადადებამ 58 ხმა მიიღო. თუ განცდა, პირობა და იმედი გაქვთ, რომ მხარდამჭერთა რიცხვი მოიმატებს, მაშინ კი ბატონო, ამას ვერავინ დაგიშლით, მაგრამ დაფიქრდით, შედეგი ასეთი თუ იქნება", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე

 

 ცნობისთვის, "თავისუფალი დემოკრატების " წევრმა შალვა შავგულიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აუცილებელია კომისია დროულად დაკომპლექტდეს, რომ  საყდრისზე მიმდინარე სამუშაოების კანონიერება დადგინდეს.

26-12-2014, 14:17
უკან დაბრუნება