ივერიონი / პარლამენტი საყდრისზე სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით უმცირესობის ინიციატივაზე არ იმსჯელებს

პარლამენტი საყდრისზე სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით უმცირესობის ინიციატივაზე არ იმსჯელებს

დღეს პარლამენტი, უმცირესობის ინიციატივაზე, საყდრისზე სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით არ იმსჯელებს.


როგორც სხდომის დაწყებამდე უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, აუცილებელია სამუშაოები საყდრისზე დღესვე შეჩერდეს, ამიტომ ისინი, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული წინადადების დღის წესრიგში შეტანას ითხოვენ.


უმცირესობის ეს ინიციატივა, პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა და საკითხი კენჭისყრაზე გაიტანა, თუმცა დეპუტატებმა მას მხარი არ დაუჭირეს.

26-12-2014, 15:06
უკან დაბრუნება