ივერიონი / კახა კალაძე:" დაზარალებულ პირებს სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა აუნაზღაუროს წართმეული ქონება"

კახა კალაძე:" დაზარალებულ პირებს სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა აუნაზღაუროს წართმეული ქონება"

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე უკანონოდ ჩამორთმეული ქონების შესახებ სპეციალური ჯგუფის შექმნას  მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

"ბევრს ჩამოართვეს ქონება უკანონოდ, ადამიანებს აშანტაჟებდნენ, ამიტომ უნდა მოხდეს ყველა დაზარალებული პირის აღწერა, სპეციალური ჯგუფების შექმნა და სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა აუნაზღაუროს ან დაუბრუნოს წართმეული ქონება", - განაცხადა კალაძემ.

26-12-2014, 15:46
უკან დაბრუნება