ივერიონი / სახალხო დამცველმა პრემიერის ინიციატივა ჩამორთმეული ქონების თაობაზე დადებითად შეაფასა

სახალხო დამცველმა პრემიერის ინიციატივა ჩამორთმეული ქონების თაობაზე დადებითად შეაფასა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას დადებითად აფასებს.


"ჩვენ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საპარლამენტო ანგარიშში სპეციალური რეკომენდაცია მოვამზადეთ იმისათვის, რომ მსგავსი ჯგუფი, კომისია ჩამოყალიბებულიყო პროკურატურაში, რომელიც შეისწავლიდა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ყველა განცხადებას, რომელიც მოქალაქეების მხრიდან იყო შეტანილი პროკურატურაში. თუკი ასეთი ჯგუფი ჩამოყალიბდება, კარგი იქნება", – განაცხადა ნანუაშვილამა.

26-12-2014, 15:54
უკან დაბრუნება