ივერიონი / მიმართვა ქუთაისის მერიას:- "მოგვაქციეთ ყურადღება, გვეღუპება შვილები!"

მიმართვა ქუთაისის მერიას:- "მოგვაქციეთ ყურადღება, გვეღუპება შვილები!"

   რა ბრალდებებს უყენებს  თაბუკაშვილის ქუჩა ადგილობრივ თვითმმართველობას?

 

   ახალგაზრდა ქალბატონმა  "ივერიონი"-ს ქუთაისის ბიუროს თხოვნით მიმართა, რათა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მიგვეწოდებინა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და იმ მაღალჩინოსნებისთვის, ვისთვისაც არსებული ინფორმაცია  უკვე ცნობილია, თუმცა როგორც თავად მცხოვრებლები განმარტავენ,  შეხსენება მაინც ჭირდებათ, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება.

   თაბუკაშვილის ქუჩა, მაისურაძე , ვაკისუბნის დასახლება და ნინოშვილის გადაკვეთა, ეს იმ უბნების ჩამონათვალია, რომლის მცხოვრებლებიც მათივე თქმით ადგილობრივი თვითმართველობისაგან უყურადღებობას განიცდიან, ისინი განმარტავენ, რომ ამ უახლოეს პერიოდში  თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც ასფალტი ახალი დაგებულია, ამ ერთი თვის განმვალობაში 6  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ამ უკანასკნელიდან კი 3 ტრაგედიით დასრულდა.

   -"ქუჩაზე ასფალტი ახალი დახაზულია, ქუჩის არც ერთ მხარეს არ არის გამაფრთხილებელი ნიშანი, რაც მოქალაქეთა ფეხით გადაადგილებას საბედისწეროს ხდის, ადგილობრივი მოსახლეობა თვითმმართველობას უნიათობაში ადანაშაულებს და სავალ გზაზე  ლითონის წინაღობას არა, მაგრამ  ბეტონის დასხმას თავად გეგმავენ, ამ საკითხზე მოლაპარაკება თავად მცხოვრებლებს უკვე დაწყებული გვაქვს, რადგან მერია ვერ და არც გვეხმარება. პრობლემის მოგვარებას ამჯერად თავად შევეცდებით"-გვითხრეს ადგილობრივებმა.

   მათივე ინფორმაციით, ისინი არ გაჩერდებიან მანამ, სანამ ქუთაისის მერია შესაბამის ზომებს არ მიღებს, ისინი  სავალ გზაზე ლითონის წინაღობის გაკეთებასა და შუქნიშნების დამონტაჟებას მოითხოვენ, როგორც ადგილობრივი მცხოვრები ჩვენთან საუბრისას განმარტავს, ეს პრობლემა არაერთხელ გააშუქა  მედიამ, თუმცა უშედეგოდ, მერის მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია. 

   ცნობისთვის : სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არ მიუმართვას, რადგან შესაბამისი  მოთხოვნა მოქალაქეებმა რამდენიმე საათის წინ მოგვაწოდეს, ივერიონის საინფორმაციო სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის კომენტარს  მათი სურვილისამებრ  უახლოეს მომავალში გაავრცელებს.  

ახლა კი გთავაზობთ წერილს რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლების მიერ ივერიონის საინფორმაციო სამსახურისთვის რამდენიმე სათის წინ გახდა ცნობილი (სტილი დაცულია)

 

   -"ვიღუპებით, გვეღუპება შვილები, გვეშინია თაბუკაშვილის ქუჩაზე გადაადგილება , წმინდა ნინოს ეკლესიასთან რამდენიმე დღის წინ ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა, ცოტა ქვემოთ კი საპარიკმახეროს წინ ავარიმ შუა ხნის ქალბატონი  შეიწირა , ვაკისუბნის ბოლოში კი სიჩქარის გადაჭარბებით  ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, რამდენი რამ ხდება , რამდენი ერთი  მოვყვეთ? ვინ იცის რამდენი ავარია ხდება , ყურადღებას არავინ გვაქცევს , საუბარია თაბუკაშვილის ქუჩაზე, არავის აინტერესებს სხვისი ბედი, არაფერს ვითხოვთ ისეთს, რომ ვერ გაკეთდეს, ვითხოვთ ლითონის  წინაღობას  და შუქნიშნების დამონტაჟებას , ეს პრობლემას არ წარმოადგენს , ასევე ვიდეო კონტროლის დაყენებას რაც შიშის ფაქტორს გამოიწვევს და აღარ მოხდება ავარიები, მერე რა რომ ცენტრალური გზა არ არის, აბა დავიღუპოთ თავი და დავღუპოთ ჩვენი სიმწრიდ გამოზრდილი შვილები?

   მივმართავთ ქუთაისის მერიას  თოვნით , შვილები  დაგვყავს ბაღებში და გვეშინია გადაადგილება, ქუჩაზე დაფრინავს როგორც მსუბუქი, ასევე სამარშუტო ტაქსები, ჩვენი სიცოცხლე  საფრთხეშია, ჩვენ  ეს მთავრობა მოვიყვანეთ იმიტომ რომ  გაგვიწიოს ანგარიში ,  ამჯერად ეს წერილი მათ გასაფრთხილებლად, ახალი წლის შემდეგ კი, თუ არ დამონტაჯდება ის, რასაც ჩვენ, მოსახლეობა კანონიერად ვითხოვთ, მივმართავთ სხვა ზომებს"-ვკითხულობთ წერილში.

დავით ცხვარაძე 

 

   

27-12-2014, 13:37
უკან დაბრუნება