ივერიონი / ელენე ხოშტარია: "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსია პრაქტიკულად საერთაშორისო ყურადღების მიღმა რჩება"

ელენე ხოშტარია: "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსია პრაქტიკულად საერთაშორისო ყურადღების მიღმა რჩება"

არასამთავრობო ორგანიზცია "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" საბჭოს თავმჯდომარე ელენე ხოშტარიამ 2014 წელი შეაფასა.

"არ გვსმენია არაფერი ანტიანექსიური ხედვის შესახებ მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ცოცხლად ხდება სრულიად ახალი ეტაპი სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობის შელახვისა. ეს არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთოს ანექსია და დღეს, როდესაც რუსეთმა გამოაქვეყნა სამხედრო სტრატეგია,  საერთაშორისო ნიუსებში მთავარი იყო არა ეს პრობლემა, არამედ პარლამენტში ჩხუბი. ანექსია პრაქტიკულად საერთაშორისო ყურადღების მიღმა რჩება. თან ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპა ნეგატიურად არის შემობრუნებული რუსეთთან მიმართებაში."- განაცხადა ხოშტარიამ.

28-12-2014, 07:18
უკან დაბრუნება