ივერიონი / ალექსი პეტრიაშვილი: "ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით პასუხისმგებელია"

ალექსი პეტრიაშვილი: "ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით პასუხისმგებელია"

მოვითხოვ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, დადგეს იმ პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შანტაჟი წამოიწყეს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავიდან ბოლომდე არის საქმის კურსში ამ საქმის არსის შესახებ. ის ასევე არის პასუხისმგებელი მთავარი პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით, ამიტომ მე ვთხოვ, მე მოვითხოვ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, დადგეს პასუხისმგებლობა იმ პროკურორებისა, რომლებმაც წამოიწყეს ეს შანტაჟი და დროზე გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი, რატომ არიან ჩემი ღრმა რწმენით უდანაშაულო ადამიანები ამ დრომდე პატიმრობაში", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

29-12-2014, 16:56
უკან დაბრუნება