ივერიონი / საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა კარნეგის ცენტრში და ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე. ბრიუსელში ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ჰერმან ვან რომპეისთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან გამართავს შეხვედრებს.

 

მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალური მდივნის პირადი მიწვევით პრაღაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

 

პლენარულ სხდომაზე, რომელიც 12 ნოემბერს გაიმართება, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.

პრაღაშივე, 12 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილისა და ანდერს ფოგ რასმუსენის პირისპირ შეხვედრა იგეგმება.

 

11-11-2012, 13:03
უკან დაბრუნება