ივერიონი / საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 84 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 84 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა  საახალწლოდ 84 მსჯავრდებული შეიწყალა. განცხადება ამის შესახებ  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გააკეთა. მისი თქმით,  63 მსჯავრდებული, რომელთაგან ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. რაც შეეხება დანარჩენ 21 მსჯავრდებულს, მათ დარჩენილი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდათ.დარჩენილი 21 მსჯავრდებულიდან 1 ქალია, ხოლო 4 – არასწრულწლოვანი.

30-12-2014, 12:21
უკან დაბრუნება