ივერიონი / სალომე ზურაბიშვილი: "იზეიმეთ, მაგრამ საინტერესოა, რომელი ბიუჯეტიდან ფინანსდება ვახშამი?"

სალომე ზურაბიშვილი: "იზეიმეთ, მაგრამ საინტერესოა, რომელი ბიუჯეტიდან ფინანსდება ვახშამი?"

"საქართველოს გზის" საპატიო ლიდერი სალომე ზურაბიშვილი რესტორან "ბაგრატიონში" ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრას ეხმაურება.


"ეს არაფერი....იზეიმეთ და იურთიერთეთ; თუ ამის სურვილი გაქვთ, ვინ დაგიშლით - ცოლებიანად და უცოლოდაც - აქ საინტერესოა რომელი ბიუჯეტიდან ფინანსდება ასეთი ვახშამი? თუ თქვენი პირადიდან, მაშინ არავისაც არ ეხება და არც არაფერი გვაქვს სათქმელი... თუ პარლამენტის ხარჯებიდან, ალბათ, წინასაშობაოდ უფრო "მიზნობრივად" შეიძლებოდა თანხების ხარჯვა .... და "უპრიანიც" იქნებოდა", - წერს ზურაბიშვილი.

30-12-2014, 12:46
უკან დაბრუნება