ივერიონი / ერთადერთი თხოვნა თოვლის ბაბუას...

ერთადერთი თხოვნა თოვლის ბაბუას...

ერთადერთი თხოვნა თოვლის ბაბუას... 

   

 

   29 წლის ნათია სანთელაძე უკვე ერთი თვეა სეფსისის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია ხერხემალზე. აქვს მწვავე სეფსისი და ინფექციური მენინგიტი. წელს ქვევით დაკარგული აქვს მგრძნობელობა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა. მკურნალობა დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხებთან. როგორც "კვირას" ნათია სანთელაძის დედამ თამარ ფეიქრიშვილმა განუცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთის კლინიკებთან.

   "ნათიას მდგომარეობა მძიმეა. ახლა ექიმების დახმარებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთის კლინიკებთან. ვიცით, რომ მხოლოდ ტრანსპორტირება დაახლოებით 25 ათასი დოლარი ჯდება. მკურნალობაც ძალიან დიდი თანხები დაჯდება. უკვე ამოვწურეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება და ყველა რესურსი, რაც ოჯახს გააჩნდა. ახლა კი ხელისუფლების, საზოგადოების და ხალხის დახმარების იმედი გვაქვს. ნათია ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს, ძალიან კეთილი შვილი მყავს, ახლა მას სჭირდება თქვენი დახმარება… ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ შვილის გადარჩენაში".

   ნათია სანთელაძეს ჰყავს მეუღლე.

   გავერთიანდეთ ნათიას დასახმარებლად და ერთად გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.

   

   ანგარიშის ნომერია: GE59BG0000000339229700

   მიმღების სახელი: ნათია სანთელაძე,

   საკონტაქტო ნომერი: 598118850.

 

   აქცია "ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით" ნათიას დასახმარებლად 5 იანვარს, 19 საათზე ხორავას "მსახიობის სახლში" მართავს საქველმოქმედო კონცერტს  "შენ არ ხარ მარტო". 

   ბილეთის ფასი 10 ლარი.

   მოდით, ყველა ერთად დავდგეთ და ვარწმუნოთ ნათია, რომ თოვლის ბაბუა არსებობს და სურვილებიც ხდება.

   

       

 

1-01-2015, 20:56
უკან დაბრუნება