ივერიონი / რევაზ ნადოი: "ექსპერტს ვედავებით იმას, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ის, რაც ევალებოდა"

რევაზ ნადოი: "ექსპერტს ვედავებით იმას, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ის, რაც ევალებოდა"

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ საქმის განხილვისას პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ბოლო მტკიცებულება ზურაბ ჟვანიას და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა გახლდათ. 

"ეს არ არის ჩრდილი, ან მონტაჟი, ეს არის ობიექტი, რომელიც გვამებზეა და აუცილებელია მისი შესწავლა და აღწერა. სწორედ ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს შეფასებები, წარმოადგენს თუ არა ეს ლაქები დაზიანებებს. სწორედ ამას ვედავებით ბრალდებულ ლევან ჩაჩუას, დაზიანებებია თუ არა ეს. ამაზე დღეს პასუხს ვერ გაგცემთ, ეს იყო ბრალდებულის მოვალეობა, რომ შეესწავლა და აღეწერა ექსპერტიზის დასკვნაში. შემდეგ მივცემდით ამას შეფასებას. ჩვენ ექსპერტს ვედავებით იმას, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ის, რაც ევალებოდა", - განაცხადა რევაზ ნადოიმ.

9-01-2015, 15:47
უკან დაბრუნება