ივერიონი / დავით ბაქრაძე: იდეალური ქვეყანა არ ვიყავით, მაგრამ არც ცუდი და დაქცეულები ვყოფილვართ

დავით ბაქრაძე: იდეალური ქვეყანა არ ვიყავით, მაგრამ არც ცუდი და დაქცეულები ვყოფილვართ

"ვეგუები ოპოზიციაში ყოფნას, ეს არის ახალი რეალობა, რომელიც არჩევნების შემდეგ შეიქმნა. "ნაციონალური მოძრაობა" არის უმცირესობაში". აცხადებს ახლა უკვე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინეტრვიუში.


პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე საუბრობს, რომ მას არასდროს გამოუყენებია თანამდებობრივი პრივილეგიები პირადი კეთილდღეობსთვის.


დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მასაც უფიქრია, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებისთვის შესაძლოა, მძიმე დრო დამდგარიყო და მის ოჯახსაც პრობლემები შექმნოდა, დაწყებულიყო პოლიტიკური დევნა, მაგრამ გაქცევა სისუსტის ნიშანია და ამიტომაცა არსად გაქცეულა.


მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში კოალიცია "ქართული ოცნება" მოვიდა, თითქოს ყველას ახლა გაახსენდა ან გაუჩნდა უამრავი პრობლემა, მაღაროელი მუშები იფიცებიან, დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები თვითნებურად შენობებში იჭრებიან, ე.წ ყვითელი ავტობუსის მძღოლებს თურმე ხელფასი და უფროსობა არ აკმაყოფილებთ. საინტერესოა, სად იყო ეს ხალხი, რატომ იფეთქა ახალი მთავრობის მოსვლისთანავე ყველას პრობლემამ?  მოსახლეობა ახლა იწყებს საუბარს, წინა მთავრობის დროს არსებულ ზეწოლასა და ძალადობაზე.


ამასთან დაკავშირებით დავით ბაქრაძის განმარტება ასეტია: "ბევრი ადამიანი გამოვა და იტყვის თავის გულისტკივილს, რამდენი პროცენტია აქედან მართალი? ახალ ხელისუფლებას აქვს სრული კარტ ბლანში, მათ ხელშია პროკურატურა, გამოძიება, პოლიტიკური უმრავლესობა, პარლამენტი. გამოიძიონ და რაშიც მართლები იქნებიან მე დავეთანხმები".


დავით ბაქრაძე ხელისუფლებაში 9 წლიანი ყოფნის პერიოდსსა და ამ პერიოდსი გატარებულ რეფორმებს აფასებს: "პრობლემა ბევრი იყო, შეცდომებიც ბევრი იყო, სირთულეებიც, მაგრამ მთლიანობაში, წინ წავედით. მოდით, ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ: _არც კარგი და არც იდეალური ქვეყანა არ ვიყავით და არც ცუდი და დაქცეული არ ვყოფილვართ".

12-11-2012, 11:16
უკან დაბრუნება