ივერიონი / ამერიკელი გენერალი: „ოთხი წლის შემდეგ რუსეთის არმიას შესაძლებლობა ექნება სამხედრო ოპერაციები ერთდროულად სამ ფრონტზე აწარმოოს“

ამერიკელი გენერალი: „ოთხი წლის შემდეგ რუსეთის არმიას შესაძლებლობა ექნება სამხედრო ოპერაციები ერთდროულად სამ ფრონტზე აწარმოოს“

ამერიკელი გენერლის, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლის ბენ ჰოჯესის განცხადებით, რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთს ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ბრძოლების წარმოების შესაძლებლობა ექნება. მხედველობაშია სამი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციები. თუმცა ამჟამად სიტუაციის ასეთი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მოსკოვი მთლიანადაა დაკავებული უკრაინის კრიზისით.

გენერლის აზრით, იმ ცვლილებების საფუძველზე, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს, მოსკოვს მასშტაბური სამობილიზაციო ოპერაციების განხორციელება შეუძლია, თანაც ისე სწრაფად, რომ დასავლეთი ამაზე რეაგირებას ვერ მოასწრებს.


ბენ ჰოჯესს მიაჩნია, რომ რუსეთის არმიას საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონის მისაღწევად კიდევ ოთხი ან ხუთი წელი დასძჭირდება.. „აი, სწორედ მაშინ რუსებს შესაძლებლობა ექნებათ, სრული მობილიზების გამოცხადების გარეშეც, სამხედრო ოპერაციები ერთდროულად განახორციელონ უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და საქართველოში. მათ შეუძლიათ სხვა ნაბიჯების გადადგმაც“.


უკრაინის კრიზისმა რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები შეაშფოთა, აღნიშნავს „როიტერი“. ნატოს მტკიცებით, რუსეთი დონბასელ მოლაშქრეებს იარაღით, ტექნიკით და ცოხალი ძალით ამარაგებს. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.


გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, რუსეთმა ახალი სამხედრო დოქტრინა მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს უფლება აქვს აგრესიაზე საპასუხოდ ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 17 იანვარი, 2015 წელი
http://www.reuters.com/article/2015/01/16/nato-russia-idUSL6N0UT46A20150116
http://top.rbc.ru/politics/16/01/2015/54b9286e9a79473f2c8b6f11

17-01-2015, 19:21
უკან დაბრუნება