ივერიონი / გიორგი ლაღიძე: იმედია ვაზაგაშვილის მკვლელობა გაუხსნელი საქმეების რიცხვს არ შეემატება

გიორგი ლაღიძე: იმედია ვაზაგაშვილის მკვლელობა გაუხსნელი საქმეების რიცხვს არ შეემატება

პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე იური ვაზაგაშვილის მკვლელობას საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გამოეხმაურა. ლაღიძე წერს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობა სამოქალაქო მღელვარების წინაპირობაა.

„პირველ რიგში მინდა სამძიმარი ვუთხრა იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს,

ბატონი იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობის ფაქტი ეს არის წინაპირობა იმ სამოქალაქო მღელვარების, რომელიც გარდაუვალია საქართველოში, ვინაიდან ხელისუფლებამ დღემდე ვერ შესძლო საზოგადოებისათვის მიცემული ვერც -ერთი დაპირების შესრულება და მათშორის ვერ მოახერხა პასუხი გაეცა უამრავი ადამიანის სრულიად ლეგიტიმურ პრეტენზიაზე, რომელსაც ჩვენ ე.წ. ,,სამართლიანობის აღდგენით''კუთხით ვიცნობთ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ზემოაღნიშნული ფაქტი არ დარჩეს ისევ ბურუსით მოცული,როგორც რაფალიანცის საქმე და ბატონი ეროსი კიწმარიშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების ფაქტი, იმედს ვიტოვებ ღარიბაშვილის ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და დროულად გამოიძიებს ამ საზარელი მკვლელობის საქმეს“- წერს გიორგი ლაღიძე.

20-01-2015, 18:20
უკან დაბრუნება