ივერიონი / თელავის მუნიციპალიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თელავის მუნიციპალიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად "ქართული ოცნების" თელავის შტაბის უფროსი, 51 წლის ზურაბ ყურაშვილი დაინიშნა.


ყურაშვილი წარმოშობით სოფელ იყალთოდან არის, პროფესიით ავტოინჟინერია. ბოლო წლებში ის კომპანია "გლობალ ტივის" დირექტორად მუშაობდა.


"თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ თანამდებობის დატოვების გამო დღეს ჩავატარეთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც საკრებულოს წევრების ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ზურაბ ყურაშვილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ავირჩიეთ. რაც შეეხება გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებას, ჯერჯერობით არ იგეგმება, ამას სპეციალური მომზადება სჭირდება. როცა მზად ვიქნებით, კონკურსს გამოვაცხადებთ და გამგებელს დავნიშნავთ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დიმიტრი ბოჭოიძემ.


თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ნუგზარ ხუცაიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 7 ნოემბერს დაწერა. მან ამ გადაწყვეტილების მიზეზად ხელისუფლების შეცვლა დაასახელა.

12-11-2012, 16:48
უკან დაბრუნება