ივერიონი / გიორგი თევზაძე: მოსახლეობისათვის მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის პროცესი "ეგზეკუციას`` ემსგავსება

გიორგი თევზაძე: მოსახლეობისათვის მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის პროცესი "ეგზეკუციას`` ემსგავსება

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "თქვენი უფლებებისათვის" სპიკერი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა ხელისუფლების ახალ ინიციატივას გლეხებისათვის დაუმუშავებელი მიწებისათვის სანქციების დადების შესახებ და მას გაუაზრებელს და "ეგზეკუციის" სისტემის შემოღებას ადარებს. 

"სამწუხარო ტენდენციად იქცა ის ფაქტი, ახალი რეგულაციების შემოღება ხდება საქმის ყოველმხრივი შესწავლისა და წინაპირობების გაანალიზების გარეშე. როდესაც საუბარია დაუმუშავებელ სასოფლო–სამეურნეო მიწებზე, პირველ რიგში იბადება ლოგიკური კითხვები, ეს პრობლემა ძირითადად გამოწვეულია ობიექტური თუ სუბეიქტური ფაქტორებით. თუ ჩვენ რეალობას შევაფასებთ სოფელი ყოველთვის იყო ძლიერი სწორი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისას. ანუ გლეხების უმეტესობა ამუშავებდა მიწებს, თუ არსებობდა შესაბამისი მხარდაჭერა და სწორი სახელმწიფო პოლიტიკა გლეხების შიდა მეურნეობების ხელშეწყობის მიმართულებით. კატეგორიულად დაუშვებელია რაიმე სანქციების გამოყენება მანამ, სანამ გლეხს არ ექნება სათანადო პირობები და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა. არ შეიძება მიწის მესაკუთრეს მოეთხოვოს პასუხისმგებლობა, სანამ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ყველა საჭირო წინაპირობით მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად. ყველა სხვა შემთხვევაში ეს მიდგომა შეიძლება თავისუფლად იქნას განხილული, როგორც სახელმწიფოს უკანონო და დაუსაბუთებელი მცდელობა მიწის კერძ მესაკუთრეების დასჯისა და კერძო საკუთრების ხელყოფის მცდელობად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს ევალება გაანალიზოს ე.წ. მიწის ბარათის პორგრამა, რომელიც გასულ წელს განხორციელდა და შედეგების გაანალიზების საფუძველზე უზრუნველყოს უფრო ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის გატარება. გვსურს ხაზი გავისვათ იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს მოქალქეების მიწის მესაკუთრეების უფლებების უხეში ხელყოფის მცდელობა ხდება მაშინ როდესაც უცხოელებს მიეცათ მიმდინარე წლის იანვრიდან შეუზღუდავი უფლებები სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენასთან დაკავშირებით. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ეს პროცესები ერთდროულად მიმდინარეობს, რაც ზრდის საშინაო და საგარეო საფრთხეებს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს განცახდება არ ემსახურება წახალისებას მიწების დაუმუშავებლად დატოვებასთან დაკავშირებით. საუბარია რამდენად აქვს სახელმწიფოს უფლება შეეხოს კერძო საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით. საბოლოო ჯამში მოსახლეობისათვის მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის პროცესი ემსგავსება "ეგზეკუციის" შემოღების ფორმას. მთავრობამ უკვე დაიწყო იმ ნაკვეთების აღწერა, რომელიც ღრმად წასულ ნეგატიურ პროცესებზე მიუთითებს. ეს ცვლილებები გარდაუვალად გამოიწვევს ნეგატიურ და რეაქციას და სამართლიან პროცესს საზოგადოებაში. გვინდა მივმართოთ ხელისუფლებას, სწორად გაანალიზოს ცვლილებების საფუძვლიანობა, უზრუნველყოს საკუთრების ხელშეუხებლობა და შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირობები, რათა ეს და მსგავსი ინიციატივები არ იქცეს ამ ხელსუფლების აქილევსის ქუსლად", – აცხადებს გიორგი თევზაძე.

 

22-01-2015, 18:58
უკან დაბრუნება