ივერიონი / ირაკლი ალასანია: ქვეყანაში სამართალდამცავი სტრუქტურა უნდა შეიცვალოს!

ირაკლი ალასანია: ქვეყანაში სამართალდამცავი სტრუქტურა უნდა შეიცვალოს!

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ერთი ალექსანდრე ჭიკაიძის გაშვებით ქვეყანაში სამართალდამცავი სტრუქტურა მთლიანად უნდა შეიცვალოს.

"არ შეიძლება და საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ  ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა მხოლოდ ამ ერთ ადამიანს გადააბრალონ.  ეს პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობაა. ის, რომ ბოლო პერიოდში აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხალხი მართავს სამართალდამცავ სტრუქტურებს და პროკურატურას, ეს, რა თქმა უნდა, არის ღარიბაშვილის პრობლემა და მისი დამსახურება. აქედან გამომდინარე, უნდა გაიზიაროს მანაც ეს პასუხისმგებლობა. ქვეყანაში მთლიანად უნდა შეიცვალოს სამართალდამცავი სტრუქტურა და პროკურატურა. ამის გამკეთებელი ეს მთავრობა არ ჩანს და აქედან გამომდინარე, ხალხსაც ეს განცდა აქვს. ეს ყველაფერი ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს და არა მხოლოდ ცალკეული მინისტრების გადაყენებას", - განაცხადა ალასანიამ.

24-01-2015, 15:17
უკან დაბრუნება