ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: ასოცირების ხელშეკრულება ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა!

ირაკლი ღარიბაშვილი: ასოცირების ხელშეკრულება ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა!

ჩვენ მოტივირებულნი ვართ, რათა წარმატებით განვახორციელოთ ეს ხელშეკრულება, განცხადება ამის შესახებ "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დავოსში ვიზიტისას გააკეთა.

"ჩვენ გვაქვს ამ გზის გაგრძელების მოტივაცია და ურყევი გადაწყვეტილება. შარშან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით და ეს იყო ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება. ჩვენ მოტივირებულნი ვართ, რათა წარმატებით განვახორციელოთ ეს ხელშეკრულება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

24-01-2015, 17:22
უკან დაბრუნება