ივერიონი / სად გაქრა ვეტერანებისთვის გამოყოფილი 3 მილიონ ნახევარი ლარი?

სად გაქრა ვეტერანებისთვის გამოყოფილი 3 მილიონ ნახევარი ლარი?

ვეტერანთა უფლებების დამცველი ნოდარ ცოტნიაშვილი ცდილობს გაარკვიოს რა კრიტერიუმით არჩევს ხელისუფლება ვეტერანთა სამსახურისთვის ხელმძღვანელ პირებს, ან დარღვევების შემთხვევაში რატომ არ სთხოვს შესაბამისად პასუხს. ცოტნიაშვილი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება სამართლიანობისთვის იბრძოდა, თუმცა უშედეგოდ. 

"მთელი სიცოცხლე ვცდილობდი სამართლიანი კაცი ვყოფილიყავი. პოლიციის თანამშრომელი ვიყავი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, მაქვს საბრძოლო ჯილდოები და სამშობლო მიყვარს. ასევე მიყვარს ჩემი თანამემამულეები და ჩვენი განწირული თანამებრძოლები, რომლების ამ ქვეყანაში ამდენი ხანი განიცდიდნენ დევნას და შევიწროვებას. ვერ ვიტან უსულგულობას და ადამიანის ჩაგვრას. მე რაც შემეძლო ვაქტიურობდი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წინააღმდეგ ის მძიმე წლები და ვამხელდი მათ უღირს დამოკიდებულებას ვეტერანებისადმი და მარჩენალდაკარგულებისადმი და ამის შემდეგაც არ შემიწყვეტია ბრძოლა სამართლიანობიასთვის. მედროვეებს და უსინდისო ადმიანებს პირში ვეუბნებოდი სათქმელს. რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ვცადე მიმექცია მათი ყურადღება იმ არასწორი საკადრო პოლიტიკის მიმართ, რომელც ტარდებოდა ვეტერანთა დეპარტამენტში. ასევე ვამხილე თავის დროზე არაკომპეტენტური გელა დოლიძე და მის შემდეგ დანიშნული ახალგაზრდა ბიჭი გიორგი ფერაძე. მათ თითი თითზე არ დაუდიათ, ჩააგდეს სამსახურის მუშაობა და ორი წელი გაიყვანეს კიდეც "კარგად" საკამებზე ჯდომით. მათ სამსახურში მოიყვანეს არაკვალიფიცირებული კადრები, ნაცნობ-ნათესავები და მეგობრები, რომელთაც  ფაქტიურად ვერც მართეს და   თავის დროზე აქტიური ნაციონალები იყვნენ. სამაგიეროდ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლეს დამსახურებული ადამიანები, რომლებიც ნაციონალებს არ აწყობდათ. ამის წინააღმდეგ გამოვედი, როგორც უფლებათადამცველი და შედეგი ის იყო რომ ამ ხელმძღვანელებმა დატოვეს თანამდებობა, მაგრამ თავიანთი ხალხი იქ დარჩნენ"- ამბობს ცოტნიაშვილი და ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი შიხიაშვილს ასე ახასიათებს:

"ამას მოყვა საზოგადოებისათვის თავისი პოლიტიკური, საქმოსნური და მაფიოზური გათვლებით კარგად ცნობილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ვითომ ყოფილი ნაციონალის ირაკლი შიხიაშვილის დანიშვნა, რაღაც პოლიტიკური თამაშების შედეგად და მან ახლა კიდევ უარესი გააკეთა და გადატენა ნაციონალებით და კრიმინალებით დეპარტამენტი. ირაკლი შიხიაშვილს უნდა ვაღიაროთ, რომ ის უდავოდ შესანიშნავი პიარმენეჯერია. სხვადასხვა პარტიაში ამდენი არჩევნებგამოვლილმა ზუსტად იცის რა უნდა უთხრას, გაჭირვებულ ადამიანს, რომ მისი გული მოიგოს. ამ გასაცოდავებულ ხალხს კიდევ თავისი ალალობით სჯერა  მისი "გენიალური" დაპირებების და პროექტების, რომლებიც კაცმა არ იცის როდის განხორციელდება ქვეყნის ამ ეკონომიკური პირობების მდგომარეობაში. მისმა ინტერვიუმ გაზეთ "ვერსიაში", ჩემი სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. კაცი ამბობს - "ვეტერანთა პრობლემებს ვსწავლობდიო ამდენი ხანიო". მოანდომა ხუთი თვე და რა გაკეთდა? გვაინტერესებს, თუ არ იცოდა ვეტერანთა პრობლემები ჩვენ ვეტყოდით. კაცი საკუთარ პიარ-აქციას აწყობდა თავისი მიზნებისთვის. ამ გაუბედურებულმა ბიჭებმაც დაინახეს ვიღაც დაელაპარაკათ 20 წლის მერე და მივიდნენ აბა რას იზავდნენ? სწორედ ამაზე იყო გათვლილი ყველაფერი. რომელ დაფინანსებაზეა ლაპარაკი 50 პროცენტიანი სწავლის საფასური მაგისტრატურაში, რომელსაც ბევრი ხელმოკლე მეომრის ოჯახის წევრი ვერ მიაღწევს უქონლობის გამო? რა დახმარებაზე ლაპარაკობს, რას ბოდავს, სად აქვს სახლმწიფოს ამხელა თანხები ამ გენიალური იდეების დასაფინანსებლად. იქნება საკუთარი "შიხა ქალაქის" მშენებლობას იწყებს? ალბათ როგორც ყოველთვის თავისი ნაცბანდის და უფრო სწორედ მედროვეთა და მომხვეჭელთა წრეს დაასაქმებს და დააბინავებს. 22 ლარი ვერ მოუმატიათ და მიუციათ ვეტერანებისთვის და მილიონები ჩაიდება ამ პროექტში? ბოდიში და "ვინ ჭამს" ამას. განსაკუთრებით მისი დიდებული პროექტის "ხრუშჩოვკების" სახლების აღმშენებლობის და ჩინეთთან ურთიერთობის შემდეგ. იმ მაგის ინვერსტორს არაბეთის ზღაპრიდან ახლაც ეძებენ და ვერ უპოვნიათ. სტატიაში ტრაბახობს, რომ ვეტერანების სამარშრუტო მგზავრობის განახევრება ყოფილა მისი გუნდის დამსახურება. ეს რომელი გუნდია? ნაცბანდა რომ იჯდა საკრებულოში? და მხოლოდ 2012 წლის არჩევნების წინა დღეს, რომ მიღეს ეს უფლება ვეტერანებმა, თუმცა სრული პაკეტი ეკუთვნოდათ და ისიც ვერ გაიმეტეს? მანამდე რას აკეთებდნენ ეძინათ? კარგად გვახსოვს ამ საკითხზე ნაციონალების კანდიდატი ნიკა მელია გამოვიდა და წინასაარჩევნოდ ვიხილეთ, რომ ეს საკითხი სწორედ მათ მოაგვარეს. რა ნაციონალების საქმეს აკეთებდით წინასაარჩევნოდ? საინტერსოა, რატომ გონიათ არავის არაფერი არ ახსოვს?  სტატიაში გვიხსნის  "დამაჯერებლად" თურმე სამი თვეა არკვევს ვეტერანთა პრობლემატიკას რეგიონებში და ხვდებით ვეტერანებს. გვინდა გაცნობოთ რომ კარგად ვხედავთ თქვენ ატარებთ პიარაქციას რადგან ყველა რეგიონში ერთი პრობლმებია, რომლებიც ადგილობრივმა რწმუნებულებმა კარგად იციან: ვეტერანის მიმართ უპატივცემულობა, უმუშევრობა და ჯანმრთელობის პრობლემატიკა. თურმე ამ კითხვარებით უნდა გაარკივონ რა პრობლემებია 75 ათას ვეტერანში. ერთი გვაინტერესებს რომელი თანამშრომლები მოაცდინეს ამ კითხვარების დასამუშავებლად და როგორ გრნობენ ისინი თავს. ჩვენ მუშაობის წინააღმდეგი კი არ არ ვართ, არასწორად დროის ხარჯვის წინააღმდეგი ვართ"-აცხადებს ცოტნიაშვილი და ყურადღებას შიხიაშვილის პრემიებზე ამახვილებს.

"უბედურება ის არის, რომ ირაკლი შიხიაშვილს არ მიაჩნია ბიუჯეტის "ციცქვნად" 19 000 ლარიანი პრემიები. რა მნიშვნელობა აქვს შენს ჯიბეში ეს ფული საიდან ჩავა პრემიას დაარქმევ თუ საქმიანი გარიგების სახით მიიღებ. უნდა დაფასდესო შრომაო აუჩემებია და რა, სხვა არ შრომობს? ვისაც კაპიკები აქვს? თუ მხოლოდ მისი შრომაა ფასდაუდებელი, რომელ სახელმწიფოში იმყოფება ვერ აცნობიერებს ეს კაცი. იქნებ იმ ქვეყანაშია, სადაც ხალხი ნაგავშიც აღარ იქექება, რადგან იციან იქაც მაინც ვერაფერს ვერ იპოვიან. საინტერესოა კითხვაზე "არც ნაცების ევასებით და არც "ქოცებს" პორტირებულს და ათას უბედურებას გეძახიან" პასუხობს, რომ ნაცმოძრაობა არის სექტანტების აზროვნების და საზოგადოებასო გაწვრთნილი სექტისკენ მიაქანებენო, უნდათო ტერორი დანერგონო. ასევე საუბრობს მიხეილ მაჭავარიანის ადამიანების დატერორების მეთოდიკაზე, რომელიც შიხიაშვლმა შესანიშნავად შეისწავლა, სწორედ მაჭავარიანისგან, რომელსაც სამგორის რაიონის არჩევნებზე რამდენჯერმე გაურიგდა და შემდეგ მიიღო კიდეც გამგებლის მოადგილის ადგილი.  მიშა მაჭავარიანიო სულში ვერ ქართველობდაო. საინტერესოა თვითონ ქართველობდა, როდესაც ანგრევდა გაჭირვებული ლტოლვილების სახლებს ტრაქტორით აფრიკის ნაგავთსაყრელზე. მისი საქმენი საგმირონი კორუფციული გარიგებები და სქემები დიდი ხანია ყველამ იცის.  შიხიაშვილი არის, იმ გიორგი უდესიანის ძმაკაცი, რომელმაც პირში ნარკოტიკები, ჩააყარა ბესო ხარძიანს და ბიზნესს ართმევდა. ლისის ტბის სასაფლაოს ამბავი ხომ ყველამ იცის და სახელმწიფო საკუთრებების თავის მეგობრებზე გადაფორმების ისტორიებიც. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვის გაურიგდა, ეს არავის არ აინტერესებს, მაგრამ მისნაირი კაცი ბოლოს მაინც არავის არ სჭირდება, სამართალდამცვლების გარდა. 3 თებერვალს 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნებამდე შევხვდიო ირაკლი ალასანიას და  და ვუთხარი "ნაციონალების წინააღმდეგ ბრძოლას დავიწყებ, ოღონდ პატარა იარაღი მაქვს და ცოტა ტყვიები, ამიტომ ჰაერში არ გავისვრი თქო." ეს რას ნიშნავს "იატაკქვეშეთში" იბრძოდა და ვითომდა ნაციონალების ტერორის ქვეშ და ალყაში იყო - თურმე ნაციონალები შიშით ძრწოდნენ რამე არ თქვასო?  ამას მასხრობს თუ რა ხდება? არც ისეთი ჩლუნგები ვართ როგორც მას გონია. ალბათ მაშინვე იყნოსა, რომ უკვე დრო იყო სხვა სივრცეში ეცურავებინა თავისი კლანის ნავი, რომ იტყვიან "დაახვია" ტექნიკურად და მხოლოდ სულ რაღაც 4 დღეში გამოაჩინა თავისი საგმირო მამულიშვილური საქმენი და სახე. "მე ყეფა არ მიყვარსო" აცხადებს შიხიაშვილი და ამიტომ არ ვიღებდიო ხმას. ვერ გავიგეთ ჩვენ ეს გვსიამოვნებდა რომ თავს არ ვზოგავდით და მართლაც, რომ "ძაღლის ყბა გამოვიბით" ჩვენ რა არ ვწუხდებოდით თუ არ გვემუქრებოდნენ, მართლა მკვლელები? აააააა მხოლოდ 4 დღისთვის და უგულავასთან დაპირისპირებისთვის გააპრავა ხელისუფლებამ. ჩვენ არ გვაინტერესებს მათი გარიგებები, უგულავას დაჭერაში მისცეს ვეტერანთა დეპარტამენტი, რომლის დამოუკიდებლობისთვის თავგადაგებით ვიბრძოდით.  ყველა არასამთავრობოს შევხვდიო 3 თვეშიო გავაკეთეო პრობლემების "მიქსიო" და არიქა ახალა მკლავდაკაპიწებული შევუდგებიო საქმესო. ვაი, ვაი, რაღაც მგონი ყველა არასამთავრობოს არ შეხვედრია ბატონო ირაკლი, იმიტომ რომ მისი პოვნა არც ისე ადვილია. ვეტერანთა მიმართ დამოკიდებულებამ არ შეიძლება იმ კლიპით აიწიოს რომელშიც აუარებელი თანხების ჩადებას აპირებს. ეს ნაციონალები ვეტერანებს რომ არბევდნენ და კლავდნენ არ დაავიწყდეს შიგ იმ თავისი  გენიალური გამოსვლის ჩაწერაც 26 მაისის დარბევასთან და ხალხის წამება-დახოცვასთან, ნგრევასთან და არაადეკვატურ შეურცხოფებთან რომ იყო დაკავშირებული. ასე მძაფრად მხოლოდ ნაცების "ღირსეული საკრებულო" გამოეხმაურა ქვეყნის გადარჩენისთვის მებრძოლი ხალხის დარბევას. თუ ესე ტკიოდა ის დუბინკები მისულიყო და შეეჩერებინა ეს პროცესი, რა სიტყვა არ ეთქმოდა? გადაფარებოდა პატრიოტებს და მაშინ იქნებოდა  ერის წამებული შვილი. რა მნიშვნელობა აქვს ვინ აწყობდა ამ მიტინგს? ადამიანზე გადაფარებას და კაცობს პოლიტიკა არ ჭირდება"-ამბობს ცოტნიაშვილი და შიხიასვილისა და დოდო გუგეშაშვილის მეგობრობაზე საუბრობს.

 "ისე შიხიაშვილი უბრალო ნაციონლი არ იყო, არამედ გივია თარგამაძის ზონდერ ჯგუფის წევრი, ასე უხვად რომ წაიყვანეს უკრაინში და მშვენიერი დაფინანსებაც მისცეს მაშინ. ანუ ფერადი რევოლუციების "შამსრულებელი" ბრძანდებოდა. დარწმუნებული ვარ უფალი ყოველ დღე ეკითხება - "ირაკლი, რა ხდება შენს თავზე?" და პასუხი ნეტავ თუ აქვს? 9 ათასიანი დაუბეგრავი მინიმუმი ვისთვის უნდა როცა ვეტერანებს სამსახურებიდან უმოწყალოდ ყრიდნენ ყოველთვის და დასუფთავების სამსახურშიც კი არ ასვენებენ. მისი შუამდგომლობა როგორც მოვისმინეთ "ობიექტივის" სტუდიიდან აქაც კი არ ჭრის. რა ხდება? კლიპი გვიშველის? ამის წინ გავიგონეთ მისი ასევე მედროვე თანამებრძოლისაგან ქალბატონი დოდო გუგეშაშვილიგან, რომ შიხიაშვილი ცუგუროვკაში ხუთჯერ დაიჭრა და ბრძოლის ველიდან თითქმის გამოასვენეს. დამიჯერეთ ასეთი ტყუილი ქება დიდებას არავის მოუტანს. შიხიაშვილი ასევე წერს, რომ დოდო გუგეშაშვილი 38 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია და იქნებ დაგვისახელოს ვინ არიან ეს ორგანიზაციები და სად არიან? ჩვენ გვაინტერესებს იმ ექსტრემისტული ორგანიზაციების სია, ვინც ამ საეჭვო რეპუტაციის "დამაშვრალ" ქალს წარმოადგენს. მას მხარს უჭერენ  მისი საწყალი, მე ვიტყოდი არაკვალიფიცირებული დამქაშები, რომელიც მთელ ქვეყანაზე აცხადებენ "ვინც ებრძვის შიხიაშვილს, ის ებრძვის ვეტერანს". ესე იგი ხმა ვერ უნდა ამოვიღოთ, თუ რა ხდება. სატელევიზიო სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვეტერნებს უწევენ პროპაგანდას წავიდნენ უკრაინაში საომრად? და დელეგაცია აქაც კი ჩამოვიდა? ის უკრაინელი აფხაზეთის ომის მონაწილე ბიჭები  აზრზე არ არიან რა ხდება მათ თავს. რომ აქ ყველაფერი 1993 წლის შემდეგ შეიცვალა და ახლა გადატრიელებას ამზადებენ ნაციონალები და ამისთვის სჭირდებათ უპასუხისმგებლო არაკვალიფიცირებულ პირებს უკრაინა-საქართველოს მართლაც რომ მეგობრული საველე-საბრძოლო კავშირების აღდგენა და შემდეგ სათავისოდ გამოყენება. საინტერესოა ვის ხარჯზე დადიან საეჭვო რეპუტაციის ადამიანები უკრინაში. ვაფრთხილებთ ყველას მოეთხოვება ბოლოს და ბოლოს პასუხი და არ მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას, რადგან კარგად ვისწავლეთ ჭკუა იმათ მაგალითზე, რომ სისხლისმღვრელ ომში ხალხმა ფული იშოვნა და შემდეგ კაზინო-კაზინო დაამღერა. ისევ ასეთი ამბები უნდათ მოაწყონ და ბოლოს და ბოლოს დაგვაყენონ ჩვენს ქვეყანაში."ღრმად პატივცემული" ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ 9 თვე ნაციონალებს, თურმე მალულად ებრძოდა და მხოლოდ 4 დღე გაბედა ამ ტერორისტული პარტიიდან გამოსვლა არჩევნების წინ. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ მან ეს ბიზნესის გადანაწილების გამო გააკეთა?  ჩვენ რაღა ვქნათ, ვინც მართლა დაგვატერორა ნაციონალებმა და უშიშრად ვებრძოდით მათ და გასაქცევად გაგვიხადეს საქმე? ჩვენ ვეტერანებისთვის და ქვეყნის წინსვლისთვის ვიბრძოდით და ღიად და დაუფარავად. არაერთი მედროვე გავუშვით მაგ სამსახურიდან, რომელებიც არ შეესაბამებოდნენ თავიანთი მენტალობით, ზრდილობით და გულით. პრობლემატიკას აღმოფხვრას და არა თუ ვერ აგვარებდნენ საქმეს, აღქმაც კი არ შეეძლოთ არაფრის.  თუმცა უნდა ითქვას, რონ შიხიაშვილი არის გაიძვერობის ნიმუში ქართულ პოლიტიკაში და ცნობილი საქმოსანი, მედროვე. ჩვენ ახლა მას და მის კლანს ვამხელთ, მეტი რაღა დაგვრჩენია? აბა რა ვქნათ? ყოფილი ნაცბანდის წევრის ბომონდის ქალბატონებს და ბატონებს ნინო თევდორაძეს, ნინო თევდორაშვილს, ბესო ბენდელიანს, მიხეილ ქვათარაძეს და კრიმინალური წარსულის სამარცხვინო პირებს ვუყუროთ? გვირჩიეთ რამე. სინამდვილეში ისინი არც ნაციონალები იყვნენ, არც მრეწველები, არც მემარჯვენეები და არც ოცნება, არამედ რამდენიმეკაციანი მედროვეთა, ფულის მომხვეჭელთა ბანდაა, რომელთაც კარგად ვიღაცეების უტვინობით და მოტყუებით ააწყვეს თქვენი ბიზნესები არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. აქვთ საკმაო რეოდენობით თანხები და ამ დამშეული გმირი ბიჭებისთვის მაინც დაენებებინათ თავი. ამ ინტერვიუს სწორედ ამ გულწრფელი გულისტკივილით გაძლევთ, იქნებ ვინმემ მაინც გადაირჩინოს თავი მათი ტყუილებისგან.  ვიცით ისიც, რომ ხვალ რომ დასჭირდეთ, ხვალაც გაურიგდებიან იმათ, ვისთანაც ბიზნეს გარგებებს ააწყობენ და არც ნაციონალობას ითაკილებენ თავიდან საქმის დაჭერას. გვაინტერესებს კონკრეტულად რა იქნა ვეტერანთა ჰოსპიტლისთვის გამოყოფილი სამმილიონ ნახევარი? ინტერვიუში ამბობს გიგი უგულავამ შეჭამაო. ესეიგი გაუქრია ფული გიგის ორ კვირაში რაც არჩევნები მიდიოდა და შევარჩინოთ უნდა? ეს ხომ აბსურდია. და მაშინ რა საჭირო იყო ამ თანხის გამოყოფა თბილისის ბიუჯეტიდან? ვერ გვიგეთ ვერაფერი. რა ბნელა? შემთხვევით ამ თანხის გასაპრავებლად ხომ არ მობრძანდა მაგ ადგილზე ბატონი შიხიაშვილი? ან ეს თანხა საკუთარი დასვრილი ბიოგრაფიის გასაპრავებლად ხომ არ დაგჭირდათ? თუ არასწორ პროექტზე გადმოირიცხა თანხა ეს თანამდებობრვი არაკომპეტენტურობა და დანაშაულია. რადგან ეს თანხა მოხმარდებოდა ქალაქის პრობლემურ სხვა პროექტებს.  თუმცა საკრებულოში მისი დამქაში მიშა ქავთარაძე ატარებდა მონიტორინგს უგულავას ნაციონალური ფავორიტი და ფრაქციის თავმჯდომარე. ახლა იგივე მიხეილი უზის დეპარტამენტში მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად. იგივე უგულავას კაცი. შეიძლება ამ "ოცნებას" სძინავს მარა, საინტერესოა ეს ფული არჩევნების წინ ხომ არ მოიხმარეს ნაციონალებმა მათი შემწეობით. თუ ასე არ არის მაშინ სისულელებს ნუ პასუხობს ინტერვიუებში და საზოგადოება შეცდომაში ნუ შეყავს. მინდა ვუთხრა ჩემს ძმებს ვეტერანებს, გამოფხიზლდით ჩემო საყვარელო და ნატანჯო ადამიანებო! თქვენ კიდევ გჯერათ ზღაპრების, როგორც იმ თბილისის დენდროპარკში დარგული ხუთი ხის დასარგავად მისულები მოტყუვდით და მიხვედით პატრიოტიზმის გრძნობით ერთმანეთის სანახავად და მოსაფერებლად ვეტერანის დღის აღასანიშნავად მთაზე, რომელზეც  შეგვკრიბა ცრუ წინამძღოლმა ირაკლი შიხიაშვილმა. 

რა თანხა გამოიწერა ამ ხუთი ხის დარგვაზე ეგეც საინტერესოა. ვერ ხვდებით რომ ცნობილ პიერმენეჯერ ცრუპენტელა "შიხოსთან" გაქვთ საქმე, დაფნის გვირგვინი, რომ უნდა უმოწყალო ტყუილების დაბოლებით დაიდგას თავზე. და თუ კიდევ ვერ მიხვდით საშველი არ ყოფილა? მაშინვე მივხვდი ყველაფერს, როცა ამისთანა ვაჟკაცი ბიჭები მოვიდნენ ღონისძიებაზე და უსაქმურად იდგნენ. ისიც ვერ უზრუნველყვეს ხის ნერგები მაინც მოეტანათ. სამარცხვინოა დაღუპული ბიჭების სახლებით სპეკულირება. მოვითხოვთ ამ ქვეყანაში თუ ვინმეს სახელმწიფო სტრუქტურა ჰქვია გაგვარკვიოს რა ხდება ვეტერანთა სფეროში".

 

29-01-2015, 11:59
უკან დაბრუნება