ივერიონი / თინა ხიდაშელი: საბედნიეროდ ოკუპაციის, ძალადობის მხარდამჭერები ცოტანი აღმოჩნდნენ!

თინა ხიდაშელი: საბედნიეროდ ოკუპაციის, ძალადობის მხარდამჭერები ცოტანი აღმოჩნდნენ!

საბედნიეროდ რუსეთის მხარდამჭერები, უფრო სწორედ აგრესიის, ოკუპაციის,  ძალადობის მხარდამჭერები ამ დარბაზში ძალიან ცოტა აღმოჩნდნენ. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.


"საბედნიეროდ რუსეთის მხარდამჭერები, უფრო სწორედ აგრესიის, ოკუპაციის,  ძალადობის მხარდამჭერები ამ დარბაზში ძალიან ცოტა აღმოჩნდნენ. ცუდია, რომ საერთოდ აღმოჩნდნენ, მაგრამ ძალიან ცოტანი აღმოჩნდნენ. კარგი გადაწყვეტილებაა, სწორი გადაწყვეტილებაა და რაც მთავარია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ვადა რომელიც განისაზღვრა აპრილამდე არის ძალიან დაკონკრეტებული პირობებით."-განაცხადა ხიდაშელმა.

30-01-2015, 11:40
უკან დაბრუნება