ივერიონი / რატომ მიმართა თბილისის მერიამ სამართალდამცავ უწყებებს?

რატომ მიმართა თბილისის მერიამ სამართალდამცავ უწყებებს?

თბილისის მერის სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს: 


 "კომისიის წევრებს აღნიშნულის თაობაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ბუსკივაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადეკვატურ ქმედებებს. კერძოდ, კომისიის წევრთა განცხადებით, გასაუბრების პროცესში კახაბერ ბუსკივაძე დასმულ ცალკეულ შეკითხვებს არ პასუხობდა, მოქმედებდა გამომწვევად და პროვოკაციულად. გასაუბრების დასრულებისას, არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, მან გასაუბრების ოთახი არ დატოვა და დაჟინებით ითხოვდა, მისთვის დამატებით დაესვათ შეკითხვები. კომისიის წევრებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ კახაბერ ბუსკივაძე ფარულ გადაღებას აწარმოებდა მაჯის საათზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის მეშვეობით. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, გამოძახებულ იქნა პატრული. ბუსკივაძის ქმედების შედეგად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობა ჩაიშალა, რის გამოც დარჩენილ კანდიდატურებთან გასაუბრება გადაიდო. კომისიის წევრთა აზრით, კახაბერ ბუსკივაძის ქმედება მიზნად ისახავდა კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას. ის, რომ აღნიშნული ინციდენტიდან უმოკლეს პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ადგილზე იყვნენ მობილიზებული, ცხადყოფს, რომ ეს ქმედება მათ მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი. მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, დეტალურად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა მერიის პრესსპიკერმა გვანცა პაპავაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

30-01-2015, 11:54
უკან დაბრუნება