ივერიონი / გიორგი ქადაგიძე: ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში საგანგაშო ნიშნულს აღწევს

გიორგი ქადაგიძე: ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში საგანგაშო ნიშნულს აღწევს

ლარის გაუფასურების ზღვარმა იმ ნიშნულს მიაღწია, როდესაც არსებობს ინფლაციის საფრთხე, განცხადება ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

ქადაგიძის თქმით, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში საგანგაშო ნიშნულს აღწევს.

"ჩვენი აზრით ლარის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს ინფლაციის საფრთხე, ასევე მოლოდინები ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ამ პროცესებით განსაკუთრებით ზარალდება მოსახლეობა, რომლებსაც შემოსავალი აქვს ლარში და გადასახადები დოლარში. ჩვენ შევიმუშავეთ სამომავლო მოქმედებების გეგმა. მომავალი კვირიდან გამკაცრდება კონტროლი და მონეტარული პოლიტიკა, გამოყენებული იქნება ყველა მაქსიმალური ზომა, რადგან მოხდეს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება,"- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

30-01-2015, 12:24
უკან დაბრუნება