ივერიონი / ალექსი პეტრიაშვილი: "ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული საკითხები ჯერაც არ არის გადაწყვეტილი"

ალექსი პეტრიაშვილი: "ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული საკითხები ჯერაც არ არის გადაწყვეტილი"

ჯერაც არ არის გადაწყვეტილი ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხები,შეიძლებოდა აქამდე  გადაწყვეტილიყო, განცხადება ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა სასტუმრო "რუმს-თბილისში" ისაუბრა.

"რამდენადაც ვიცი, გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია. ირაკლი ალასანიას მინისტრობისად იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა პრაქტიკულად ბოლომდე იყო მიყვანილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროცესი არ გაჭიანურდება, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერ მაინც არ არის გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები, რომლებიც შეიძლებოდა, აქამდე გადაწყვეტილიყო",- განაცხადა პეტრიაშვილმა.

30-01-2015, 12:34
უკან დაბრუნება