ივერიონი / გიორგი ქადაგიძე:"მომდევნო კვირის მონაცემებით დადგინდება, რამდენად შემცირებული ან გაზრდილია სავაჭრო დეფიციტი"

გიორგი ქადაგიძე:"მომდევნო კვირის მონაცემებით დადგინდება, რამდენად შემცირებული ან გაზრდილია სავაჭრო დეფიციტი"

"მომდევნო კვირის მონაცემებით დადგინდება, რამდენად შემცირებული ან გაზრდილია სავაჭრო დეფიციტი",- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

"მომდევნო კვირაში გვექნება იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი. ასევე, გვექნება იანვრის თვის ექსპორტ-იმპორტის ბალანსი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ჩვენ შეგვეძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რამდენად გაზრდილი ან შემცირებულია სავაჭრო დეფიციტი", - განაცხადა ქადაგიძემ.

30-01-2015, 12:49
უკან დაბრუნება