ივერიონი / თუ საბერძნეთს დასჭირდა რუსეთი ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს

თუ საბერძნეთს დასჭირდა რუსეთი ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს

საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა ტელეარხ CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბოლო პერიოდში საბერძნეთის მთავრობამ ევროკავშირს რამდენჯერმე მიანიშნა, რომ ის, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს აღარც შეუერთდეს, თუმცა გადაწყვეტილება რუსეთის იმ ოფიციალური პირებისთვის და პრორუსული სეპარატისტებისთვის სანქციების გაგრძელების შესახებ, რომლებიც ყირიმის ანექსიასთან იყვნენ კავშირში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთხმად მიიღეს.

30-01-2015, 13:47
უკან დაბრუნება