ივერიონი / დავით პატარაია: საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწია

დავით პატარაია: საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწია

ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამართული შეხვედრა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით პატარაიამ შეაჯამა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არის დასახვეწი, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით პატარაიამ.

"დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო საკითხი დაისვა. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემაზე, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის თემაზე. მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება, ანუ საქართველოს პრეზიდენტი ამ პროცესში იქნება ჩართული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არის დასახვეწი. დეტალებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დღეს ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენ აზრით, საარჩევნო კანონმდებლობა ისე უნდა დაიხვეწოს, რომ პარლამენტში პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა უკეთ იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა  პატარაიამ.

30-01-2015, 16:14
უკან დაბრუნება