ივერიონი / რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკი იძულებული გახდა არაპოპულარული გზისთვის მიემართა

რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკი იძულებული გახდა არაპოპულარული გზისთვის მიემართა

ეროვნული ბანკი იძულებული გახდა არაპოპულარული გზისთვის მიემართა, რომელიც ფულის მასის კლებას ითვალისწინება, ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ "რუსთავი2"-ს ეთერში განაცხადა.


"ეროვნული ბანკის გავლენის სფერო არის ფულის მასა. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობაა. ერთადერთი რამ რაც მას შეუძლია, ეს არის ფულის მასის მატება ან კლება. ეროვნული ბანკის ნაბიჯი სწორი იყო. ყველაზე დიდი რისკი ამ ეტაპზე არის ფასების ზრდა და სწორედ ამიტომ გახდა იძულებული ეროვნული ბანკი მიემართა არაპოპულარული გზისთვის, რომელიც ფულის მასის კლებას ითვალისწინებს. ეს საბოლოო ჯამში ნიშნავს სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის შემცირებას. ამ შემთხვევაში, თუკი ეროვნულ ბანკს მთავრობა შეეშველებოდა ან გამოყენებული იქნებოდა სხვა გზები, ეროვნული ბანკი იძულებული არ გახდებოდა ამ გზისთვის მიემართა. დღეს გაიწირა ეკონომიკური ზრდა და დასაქმება ეროვნული ვალუტის გადასარჩენად", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

1-02-2015, 10:50
უკან დაბრუნება