ივერიონი / ლარი ვითომ "დასტაბილურდა"?!

ლარი ვითომ "დასტაბილურდა"?!

საბაზრო მექანიზმები საკმარისია იმისთვის, რომ  ლარის კურსი სტაბილური გახდეს, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვინაიდან კურსის გამყარება შეინიშნებოდა, ეროვნულ ბანკს ლარის დასტაბილურებაში ჩარევა არ მოუწია.

"ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა და საბაზრო მექანიზმები საკმარისია იმისთვის, რომ კურსი იყოს სტაბილური. უნდა გითხრათ, რომ ვაჭრობის შედეგები პრაქტიკულად უცვლელი რჩება სამი დღის განმავლობაში, ჩარევის გარეშე, რაც უკვე საკმაოდ სერიოზულ იმედს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ კურსი მეტად არ შეიცვლება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

5-02-2015, 11:28
უკან დაბრუნება