ივერიონი / "ბიძინას კაპრიზის შესრულებას, მინისტრის ფიზკულტურის ინსტიტუტის განათლებაც ეყოფა"

"ბიძინას კაპრიზის შესრულებას, მინისტრის ფიზკულტურის ინსტიტუტის განათლებაც ეყოფა"

"თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ანგრევს ხელისუფლება სამართალდამცავ სისტემას: ეს ადამიანი, გომელაური, თავის დროზე იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეცრაზმის ხელმძღვანელი. სპეცრაზმი ყველა სპეცრაზმია და მის წარმომადგენლებს შორის არსებობს საბრძოლო სოლიდარობა. ამან კი, უკვე შსს მინისტრის რანგში, პროკურატურის, ანუ საერთო პატრონის, ივანიშვილის პირველივე მოთხოვნაზე სამსახურიდან გაათავისუფლა და სამუდამო პატიმრობისთვის გაწირა დამსახურებული სპეცრაზმელები. არ იფიქროთ, ლაპარაკი იმაზე არაა, რომ დანაშაულის დაფარვაში დახმარებოდა. უნდა დაეცვა, თანაც შეუპოვრად, რადგან მათ მიმართ წაყენებული ბრალი არათუ სუსტია, ნონსენსია, მხოლოდ ბიძინას კაპრიზი და ამის შეგნებას მინისტრის ფიზკულტურის ინსტიტუტის განათლებაც ეყოფა. მაგრამ მან გაწირა, არჩევანი გააკეთა გაქსუებული თავკერძას სასარგებლოდ. ამის მერე, რომელი სპეცრაზმელი ენდობა, გაყვება ბრძოლაში? ამიტომაც ეშინია, ბორგავს, ცახცახებს და დესტაბილიზაციაზე ბოდავს. სწორად ეშინია. მან, ხაზეინთან ერთად, თავად დაანგრია ის, რისი ლიდერიც უნდა ყოფილიყო. ხაზეინი ამას ჯერ ვერ გრძნობს. როცა იგრძნობს, გვიან იქნება".

6-02-2015, 15:21
უკან დაბრუნება